გენერალური პროკურორი

გენერალური პროკურორი
კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას; პირადად ან გენერალური პროკურატურის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, პროკურატურის კოლეგიის წევრებს, პროკურატურის მუშაკებს; აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში ჩამოთვლილი პირების, პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალების იმ ოფიცრების მიმართ, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი არიან საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ; ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობის წევრების მიერ დანაშაულის ჩადენისას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებებს; წარმოადგენს საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანოებთან და უცხო სახელმწიფოების სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობაში ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თანამდებობაზე ნიშნავს პარლამენტი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "გენერალური პროკურორი" в других словарях:

  • პროკურორი — პროკურატურის ორგანოების თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს განსაზღვრულ უფლებამოსილებას. საქართველოს კანონმდებლობით, პროკურორი არის საქართველოს გენერალური პროკურორი, ყველა ქვემდგომი პროკურორი, პროკურორის მოადგილე, უფროსი თანაშემწე,… …   Georgian encyclopedia

  • პროკურატურა — • სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების მაწარმოებელი სახსელმწიფო სტრუქტურა. გამოდის სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლოში. Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002, • 1. ახორციელებს სისხლის სამართლებრივი დევნას; 2.… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»